ექსპრემიერი გიორგი გახარია მოქმედებაზე აქტიურად გადავიდა, გარშემო ძველი გუნდი შემოიკრიბა, დადის საიდუმლო შეხვედრებზე სასულიერო პირებთან და ყოფილ ძალოვნებთან. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ყოფილი პრემიერი თბილისის მერობაზე იყრის კენჭს.
ამასობაში კი "ქართული ოცნება" კალაძის დასახელებას საეჭვოდ წელავს, მეტიც - ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ მოქმედ მერს პირდაპირ უთხრეს, რომ ის კანდიდატი აღარ იქნება და სხვა პრეტენდენტს ეძებენ.
ახლა საკითხავია, კალაძე ბუნებრივ თამაშგარეში რჩება და "ქართული ოცნება" მას საბოლოოდ ემიჯნება, თუ ეს ხელოვნური აფსაიდია - იმისთვის, რომ ვითომ განაწყენებული კალაძე, ვითომ "ოცნებაზე" გაბრაზებულ გახარიას დაუწყვილდეს.
ვიდრე ჩვენ ვეჭვობთ და ვვარაუდობთ, კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტები დარწმუნებით წერენ, რომ გახარია რეალურად ივანიშვილის სათადარიგო გეგმა და ოლიგარქის ახალი პოლიტიკური ფინტია.
ნათია გოგსაძის რეპორტაჟი: "მზადება არჩევნებისთვის"
ამავე თემაზე: