"ლანცეტის" მფლობელი მუხთარლისთან მეგობრობის გამო დააკავეს? - ფარმან ჯეირანლის საქმე

გამოქვეყნდა:

2016 წლის მარტში, კლინიკა "ლანცეტში" აზერბაიჯანიდან მოწვეულმა ექიმმა მირჯალალ ქაზიმმა ღვიძლის გადანერგვის 2 ოპერაცია ჩაატარა. 64 და 41 წლის პაციენტები ოპერაციიდან ერთ კვირაში გარდაიცვალნენ. საქმეზე, 2017 წლის 21 მაისს კლინიკა "ლანცეტის" მფლობელი ფარმან ჯეირანლი დააკავეს. 2018 წელს სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ფარმან ჯეირანლის ოჯახის წევრები და ადვოკატი  დარწმუნებულები არიან, რომ ის პოლიტიკური მოტივის გამო დააპატიმრეს, რადგან, მისი დაკავება დროში ემთხვევა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებასა და აზერბაიჯანში ოპოზიციის დევნის დაწყებას.

ოჯახი ეჭვობს, რომ ფარმან ჯეირანლის დაკავება საქართველოს ხელისუფლებას მას შემდეგ სთხოვეს, რაც გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანიდან დევნილ ოპოზიციონერებთან მეგობრობდა და მათ ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლიც დარწმუნებულია, რომ ჯეირანლი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. "მთავარ არხთან" საუბრისას, მუხთარლი ადასტურებს, რომ როცა გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს, დაკითხვების დროს, მას კითხვებს ფარმან ჯეირანლის შესახებაც უსვამდნენ.

ნენე დალაქიშვილის რეპორტაჟი: ფარმან ჯეირანლის საქმე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი