"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შავი ზღვა კვლავ იყოს მშვიდობის, წესრიგის და თანამშრომლობის ზღვა” - ერდოღანი

გამოქვეყნდა:

”ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შავი ზღვა კვლავ იყოს მშვიდობის, წესრიგის და თანამშრომლობის ზღვა”, - ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ერდოღანმა უკრაინასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა:

„შეხვედრის დროს თურქეთმა მტკიცედ დაიცვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია ყირიმის ანექსიის არაღიარების შესახებ” -განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა "შემაშფოთებელი" უწოდა იმ მძიმე მოვლენებს, რომელიც ახლა უკრაინის აღმოსავლეთით ვითარდება.

ზელენსკიმ და ერდოღანმა შეხვედრა სტამბულში გამართეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი