ქუთაისის ცენტრი პარალიზებულია - რიონის მცველებმა, სოფელ გუმათიდან ქალაქში გადაინაცვლეს. ამბობენ, რომ ნამახვანჰესის აშენებას არ დაუშვებენ.
"ენკას" ერთ ერთ ბაზასთან მისვლის გადაწყვეტილება კი მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც გუმათში დღეს პოლიციასთან მორიგი დაპირისპირება მოხდა და სამართალდამცვლებმა ხეობის მცველებს ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შსს-მ.