"რიონის მცველები" ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას არ შეხვდებიან და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვალრამ გოლეთიანმა ტვ პირველთან ისაუბრა.
"ნათია თურნავამ იმ ეტაპზე, როცა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი იყო მიპყრობილი შეხვედრის მიმართ, შეურაცხყოფა ათასობით ადამიანს მიაყენა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს აქციაზე ქუთაისში მოვითხოვეთ მინისტრის პასუხისმგებლობა ამ ნაწილში და გადადგომა, რადგან მისი საქციელით შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, შესაბამისად, დიალოგის სივრცე უშუალოდ ნათია თურნავასთან არ გვრჩება.
შემდეგი საფეხური გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ვინც მოდის, ეს არის ალბათ ბატონი პრემიერი, ის უნდა ჩართულიყო პირადად ამ საკითხებში და მასთან უნდა ყოფილიყო შემდგომი განხილვა, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთან. რადგან ის ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. იმ შეხვედრიდანაც იმიტომ გაიპარა როგორც ვიცით, რომ კონკრეტული რაღაცების თქმა არ შეეძლო, როცა შევიდოდით პოლემიკაში, ამიტომაც აარიდა თავი. ამიტომ, მასზე უფრო მეტად ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები ჩვენს სახელისუფლებო წრეებში, ვითხოვთ იმ ადამიანთან შეხვედრას", - ამბობს გოლეთიანი.
ნამახვანჰესთან დაკავშირებით "ფართომასშტაბიანი შეხვედრა" ეკონომიკის მინისტრმა 12 აპრილს დააანონსა.
თქვა, რომ: "რა თქმა უნდა, მზად ვართ შეხვედრებისთვის და უფრო მეტსაც გეტყვით, ეს პროექტი არის ხანგრძლივი პროცესი და პროექტის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზე მზად ვიქნებით შეხვდეთ როგორც მოსახლეობას, ასევე არასამთავრობო სექტორს და სხვა დაინტერესებულ პირებს".
ამავე თემაზე: