რომ არა მისი დესტრუქციული და გამომწვევი ნაბიჯი, საპატიმროში არ იქნებოდა - სარჯველაძე მელიაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რომ არა ნიკა მელიას დესტრუქციული და გამომწვევი ნაბიჯი, ის დღეს საპატიმროში არ იქნებოდა.

"რომ არა დესტრუქციული და გამომწვევი ნაბიჯი ბატონი ნიკანორ მელიასი ან, თუნდაც, დღევანდელი მისი მოქმედება, ის საპატიმროში დღეს არ იქნებოდა. შესაბამისად, ეს პრაქტიკულად, მთლიანად გამორიცხავს პოლიტიკური მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებას, პირიქით, ეს არის წმინდად სამართლებრივი პროცესი და არავითარი საფუძელი იმისთვის, რომ თუნდაც ამ კატეგორიაში, თუნდაც მინიმალური მიზეზი არსებობდეს შეფასებისთვის, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ოპიოზიციას ხელთ არ აქვს" - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 13 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. დღეს გაირკვევა მოსამართე ნინო ჩახნაშვილი მას პატიმრობაში დატოვებს თუ არა. პროცესს თავად ნიკა მელიაც დაესწრება, რომელიც რუსთავის ციხიდან უკვე წამოიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი