სამართლებრივად გამოშვებას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ სამართლებრივი პროცესი არაა - უგულავა მელიაზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.

გიგი უგულავას პროცესებთან დაკავშირებით პროგნეზების გაკეთება უჭირს, თუმცა, როგორც ის ამბობს, მას საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის იმედი აქვს. ასევე, უგულავას თქმით, მელიას გათავისუფლებას სამართლებრივად ალტერნატივა არ აქვს, თუმცა მისი შეფასებით, პროცესები სამართლებრივი არ არის.

"უმადური საქმეა პროგნოზის გაკეთება, იმედი და სურვილი მაინც მაქვს, უფრო მეტად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის გამო, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი მე არ მაქვს. ფაქტია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყი დაჭერაც და პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება გამოშვება.

სხვათა შორის გამოჩნდება ის ტყუილიც, რომელსაც პროკურატურა კულტივირებს. თუ პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა, გამოჩნდება რომ იტყუებიან, რომ იძახიან, ნიკას ხელშია გასაღები, როცა უნდა გამოვაო. თუ პროკურატურამ გირაო მოითხოვა, სასამართლოს ერთადერთი შესაძლებლობა ექნება, რომ გამოუშვას და მერე დაელოდოს გირაოს.

სამართლებრივად გამოშვებას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ აქ სამართლებრივი პროცესი სამწუხაროდ არ არის", - თქვა უგულავამ.

დატოვებს თუ არა უკანონო პატიმრობაში თბილისის საქალაქო სასამართლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, დღეს გახდება ცნობილი. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას თავად ნიკა მელიაც დაესწრება.

ენმ-ის თავმჯდომარეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 17 აპრილს ეწურება, ამიტომ მოსამართლე ვალდებულია, პროცესზე აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადასინჯოს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი