ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს, მან განცხადება გააკეთა. მელიას თქმით, ძალადობა კანონის სახელით ვერ აღემატება მის ღირსებებს და ვერ გატეხავენ.
"ივანიშვილის დავალებს შემდეგ გამოიყვანეს ბატონი ამირანი [ პროკურორი] ამის შემდეგ 2 წელია გასული სახელმწიფო გადატრიალებას მედავებიან პარალელურად, ძალადობა, ა.შ. საარაკო სიგიჟეს, კანონები თვითონ წაშალეს, სად შევრბოდი, რა შევრბოდი, ვითხოვდით კობახიძის გადადგმოას, არადა მანამდე მე როგორც პარლამენტის წევრი, უკანონოდ გამომაგდეს საერთოდ. [...]
ორი წელიწადია დამოკლეს მახვილივით ეს საქმე დამიდეს, როგორც მათ სჩვევიათ ტრადიციისამებრ და ეგნოათ, რომ გამბედაობას შემიმცირდებდნენ, ან აქტიურობას არ გამოვიჩენდი, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ თხელ ყინულზე დავდიოდიო. როცა უნდოდათ დამიჭერდნენ. 2 წელიწადია მოწმე არ დაუკითხავთ, მტკიცებულება არ გამოუკვლევიათ, აი ასე, სახელმწიფო გადატრიალების ფარგლებში ვარ ბრალდებული და ესე მიაგდეს. [...]
როდესაც მთავარი პოლიტიკური ამოცანა იქნა შესრულები ჩვენი და პროპორციული საარჩევნო სისტემა დათმო ივანიშვილმა, დიახაც, პირველ ჯერზე ის უკანონო გირაო და სამაჯურიც მივიღე, იმიტომ რომ ბევრად უფრო დიდი სიკეთე დაიდო, ძალდატანებით დავადებინეთ ივანიშვილს. ამის შემდეგ როდესაც ივანიშვილმა მოგვატყუა, ისე როგორც გვატყუებს მთელი ამ წლების განმავლობაში. [...]
პუნქტებად იყო ჩამოთვლილი, გირაო, პასპორის ჩამორთმევა, სახლიდან არ გამოხვიდე, სიტყვით არ გამოხვიდე მიტინგზე, არ გაქვს უფლება, ვარღვევდი პრიველივე დღიდან, იმიტომ, რომ უსამართლო იყო. გლდანში წავედი, კამპანია ჩავატარე, ვიყავი საერთო ოპოზიციური კანდიდატი და მოგიგეთ არჩევნები. [...]
ხომ ვარღვევდი იმ განჩინებას, რატო დუმდნენ?!
ესენი ძალადობენ კანონის სახელით, თქვენც მათ შორის, [მოსამართლეს] მაგრამ იმას ვერ ითვალისწინებთ, რომ თქვენი ძალადობა კანონის სახელით არ აღემატება ჩემს ღირსებებს, ვერ გამტხეთ", - თქვა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას სასამართლო 4 საათზე მეტია მიმდინარეობს. ამავე თემაზე: