არც არავის უხარია და არც არავის სურვილია მელია დაკავებული იყოს - ყაველაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, არავის სურვილი არაა და პარტიიდან არავინ არაა განწყობილი ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროში უნდა იყოს.

"სრული შესაძლებლობაც ჰქონდა, ის რომ ის გარეთ ყოფილიყო, არც არავის უხარია და არც არავის სურვილია, არც არავინ არის ჩვენგან განწყობილი ისე, რომ მელია აუცილებლად დაკავებული უნდა იყოს და საპატიმროში უნდა იყოს. არავის არ აქვს ეს განცდა და დამოკიდებულებაც არ ჰქონია. მაგრამ აქ თემა რაზე არის, რომ ეს სასამართლო პროცესი რაზეც მიმდინდარეობს მთელი საქართველო იყო ამის თვითმხილველი, თუ როგორ მოუწოდებდა ის ადამიანებს", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა. 

დატოვებს თუ არა უკანონო პატიმრობაში თბილისის საქალაქო სასამართლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, დღეს გახდება ცნობილი. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პროცესი უკვე 2 საათზე მეტია მიმდინარეობს. პროცესს თავად ნიკა მელიაც ესწრება.

ენმ-ის თავმჯდომარეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 17 აპრილს ეწურება, ამიტომ მოსამართლე ვალდებულია, პროცესზე აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადასინჯოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი