"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა, სხდომათა დარბაზიდან კიდევ ერთხელ გააძევა. მიზეზად მოსამართლემ ნიკა მელიას მიერ მისთვის დაძახებული "მონა" დაასახელა.
ნინო ჩახნაშვილმა თითქმის 5-საათიანი პროცესის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.
ნიკა მელია არც წინა პროცესს ესწრებოდა, რადგან მაშინაც გაძევებული იყო. 6 აპრილს გამართულ სხდომაზე ადვოკატებმა მელიას დაშვებაც მოითხოვენ, რაც ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა. ამავე თემაზე: