ვაქცინაციის პარალელურად დიდ ბრიტანეთში რეგულაციები იხსნება

გამოქვეყნდა:

პარასკევიდან, 16 აპრილიდან, შოტლანდიელებს ღია სივრცეში უფრო დიდ ჯგუფებად შეკრება შეეძლებათ და მათთვის ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობაც ნებადართული იქნება. რეგულაციების შემსუბუქების მეორე ეტაპის ფარგლებში, ინგლისში ლუდხანები, სპორტული დარბაზები და მაღაზიები გაიხსნა.

მეორე ეტაპის ფარგლებში ჩვეულ საქმიანობას უფრო და უფრო მეტი ბიზნესი უბრუნდება. თუმცა, ექსპერტები მოსახლეობას ურჩევენ, თუ შეძლებენ, სახლიდან მუშაობასა და გადაადგილების შემცირებას, ეს აუცილებლად გააკეთონ.

რა არის რეგულაციების შესამცირებლად საჭირო?

  • ვაქცინაციის პროგრამა გეგმის მიხედვით მიდის;
  • ვაქცინები სიკვდილიანობასა და ჰოსპიტალიზაციას ეფექტურად ამცირებს;
  • ინფიცირების რისკის გამო საავადმყოფოები არ იტვირთება;
  • ახალი კორონავირუსის შტამები ფუნდამენტურად არ იცვლება.

რა რეგულაციები მოიხსნა ინგლისში?

  • გაიხსნა ყველა მაღაზია;
  • ამუშავდა სილამაზის სალონები და სხვა ახლო კონტაქტის საჭიროების სერვისები;
  • გაიხსნა რესტორნები და ლუდხანები (კლიენტებს ღია სივრცეში მოემსახურებიან);
  • სპორტული დარბაზები, სპა სალონები, ზოოპარკები, თემატური პარკები, ბიბლიოთეკები და საზოგადოებრივი ცენტრები ჩვეულებისამებრ ამუშავდა;
  • დაიშვა არაუცილებელი მოგზაურობა უელსსა და ინგლისს შორის;
  • ქორწილები - დაშვებულია 15 ადამიანამდე;
  • დაკრძალვები - დაშვებულია 30 ადამიანამდე;
  • აღდგა დახურულ სივრცეში ბავშვთა აქტივობა.

რა რეგულაციები მოიხსნა უელსში?

  • მოსწავლეები და სტუდენტები დაბრუნდნენ სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.
  • უელსიდან ან უელსში მოგზაურობის აკრძალვა მოიხსნა.
  • გაიხსნა ყველა მაღაზია და ის სერვისებიც, რომლებიც ახლო კონტაქტს საჭიროებს.

რა რეგულაციები მოიხსნა შოტლანდიაში?

  • სრული განაკვეთით დაბრუნდა ყველა მოსწავლე სკოლებში.

16 აპრილიდან მოიხსნება:

  • 6 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებს 6 სხვადასხვა სახლიდან ერთმანეთთან ღია სივრცეში შეხვედრა შეეძლებათ.
  • ნებადართული იქნება მთელი შოტლანდიის მასშტაბით ადამიანების შესახვედრად მოგზაურობა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ღამე არ დარჩებიან ერთმანეთთან.

რა შეზღუდვები მოიხსნა ჩრდილოეთ ირლანდიაში?

სახლში დარჩენისკენ მოწოდება სამი თვის შემდეგ მოიხსნა. თუმცა, მოსახლეობას ურჩიეს, „ლოკალურად დარჩნენ“ და თუ შეუძლიათ, სახლიდან იმუშაონ.

  • აღდგა გარე ვაჭრობა - ახალი და მეორეული მანქანების ყიდვა-გაყიდვა, ავტოსამრეცხაოები და სხვა.
  • 8-11 წლის ასაკის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ (მანამდე 1-3, 4-7, 12-14 უკვე დადიოდა).
  • 15-მდე სპორტსმენს შეუძლია ერთად ვარჯიში.
  • ქორწილებსა და დაკრძალვებში ხალხის რაოდენობის აკრძალვა მთლიანად მოიხსნა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი შეზღუდვების მოხსნის ოთხეტაპიან გეგმას მიჰყვება. ზემოთხსენებული შეზღუდვების მოხსნა ჯერ მხოლოდ მეორე ეტაპის ნაწილია. მეოთხე ეტაპისთვისთვის იმედოვნებენ, რომ თითქმის ყველა შეზღუდვა მთელ ბრიტანეთში მოიხსნება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი