საგანგებო მდგომარეობამ დემოკრატიისთვის საშიში ფორმა მიიღო - ოპოზიცია შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პანდემია, რომელიც დიქტატურის ქრონიკულ მოთხოვნილებას უკიდურესად ამწვავებს - ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლების პირველი პირების განცხადებები ღიად მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება", საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გახანგრძლივებას გეგმავს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" მოსახლეობას პანდემიით აშინებს და ვირუსის გავრცელების რისკს, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. 

საგანგებო მდგომარეობას ხელისუფლება იყენებს პოლიტიკური და კორუფციული მიზნების განსახორციელებლად და მათ შორის, უკვე აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. საგანგებო მდგომარეობის ორმაგი სტანდარტები არ ეხებათ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებს. უნდა მოიხსნას კომენდანტის საათი, აღდგეს გადაადგილება.

ხელისუფლება რესურსებს ვერ იყენებს, კომენდანტის საათი მათ მხოლოდ ზედმეტი კონტროლისთვის სჭირდებათ, მაგრამ ეს კონტროლი ხორციელდება მხოლოდ კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. 

"ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ბიზნესსა და მოქალაქეებს აბსურდული შეზღუდვები დაუწესა. მისი თქმით, ამის მაგალითია კომენდანტის საათი და მისი გამართლება, რომ ვირუსის გავრცელება 21:00 საათის შემდეგ უფრო სარისკოა, ვიდრე მანამდე.

ეს ნამდვილად საზოგადოების დაცინვაა, თითქოს ვირუსი არჩევდეს 9 საათამდე შეიკრიბებიან მოქალაქეები და იქეიფებენ, თუ 9 საათის შემდგომ. არანაირი გონივრული ახსნა კომენდანტის საათს არ გააჩნია, ისევე როგორც, ქალაქების ჩაკეტვასა და შეზღუდვას მანქანებში მსხდომი პირების რაოდენობის მხრივ, - ამბობს აბესაძე. 

კომენდანტის საათის გაუქმებასა და საგანგებო მდგომარეობის მოხსნას ითხოვს მოძრაობა "ლელოც". როგორც მისი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, საგანგებო მდგომარეობის პოლიტიკურმა ჩარჩომ დემოკრატიისთვის საშიში ფორმა მიიღო, სწორედ ამიტომ "ლელო" მმართველ პარტიას წინააღმდეგ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი