"ველით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას" - ზალკალიანი ბლინკენს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ესაუბრა. როგორც მან Twitter-ზე დაწერა, ბლინკენთან საუბარი საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შეეხო.

შესანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ. აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ველით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის,- წერს დავით ზალკალიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი