
თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათივე ცნობით, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს, მათ შორის ხაზი გაუსვეს აშშ-სა და რუსეთის განზრახვას სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგი განაგრძონ მთელ რიგ საკითხებზე.
პრეზიდენტმა ბაიდენმა განმარტა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, როგორიცაა კიბერშეტევა და არჩევნების ჩარევა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან გააჟღერა შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების მოულოდნელ გაძლიერებასთან დაკავშირებით და რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა თავისი მიზანი აშშ-ის ინტერესების შესაბამისად რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის დამყარების თაობაზე და მას, უახლოეს თვეებში, მესამე ქვეყანაში უმაღლეს დონეზე შეხვედრა შესთავაზა, რათა განიხილონ შეერთებული შტატებისა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხების სრული სპექტრი, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
უკრაინაში კი ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. კრემლის მიერ ოკუპირებულ დონბასში რუსი სეპატატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას განაგრძობენ და დასახლებული პუნქტების მიმართულებით ისვრიან.