ბათმუში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამტვრეულია შუშები.
შემთხვევა, სავარაუდოდ, ღამით მოხდა, ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარს "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბათუმში ენმ-ს ოფისს არბევენ.