ამერიკამ შესაძლოა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს და რამდენიმე პირი გააძევოს

გამოქვეყნდა:

სხვადასხვა ამერიკული მედიის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი, The wall street journal-ი, Bloomberg-ი, და NEW YORK TIMES-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 15 აპრილს გააკეთებს.

Reuter-ის ცნობით, სანქციები, რომელიც შესაძლოა 30 პირს შეეხოს, განისაზღვრება ბრძანებით, რომლის თანახმადაც აშშ-დან შესაძლოა 10 ოფიციალური პირი გააძევონ.

The wall street journal-ი კი წერს, რომ აშშ-მ შესაძლოა სანქციები რუსეთის საგარეო ვალზე დააწესოს. კერძოდ, 14 ივნისის შედეგ, ამერიკული ფინანსური დაწესებულებები, ვეღარ შეძლებენ, რუსეთის ცენტრალურ ბანკისგან, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსგან და ეროვნული კეთილდღეობის ფონდისგან ახალი ობლიგაციების ყიდვას.

სანქციების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც აშშ-ს პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.  ჯო ბაიდენმა პუტინს შეხვედრა შესთავაზა. ამასთან, ბაიდენმა პუტინი გააფრთხილა, რომ აშშ თავის ინტერესებს დაიცავს. დაძაბულობა იმატებს უკრაინის საზღვარზე. ბაიდენი უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებით შეშფოთებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი