კვლევები ჩავიტარე, ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები საქმიანობას - კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook live-ში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ დამატებითი კვლევების შედეგად, არანაირი გართულება არ აქვს და ორშაბათიდან დაუბრუნდება "სრულფასოვან სამუშაო გარემოს".

"დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არაფერი არაა, ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გავაკეთებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც სჭირდება დედაქალაქს", - თქვა კალაძემ მიმართვაში.

ცნობისთვის, 28 მარტს, კახა კალაძეს იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. მერი კლინიკიდან 4 აპრილს გაწერეს. ამის შემდეგ, კახა კალაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად, საზღვარგარეთ წავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი