
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვიზიტით ჩავა. თარიღი, თუ როდის გაემგზავრება პრეზიდენტში უკრაინაში ჯერ უცნობია.
დღეს, 15 აპრილს ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მან უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.
"მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე სამუშაოდ გამოიყენებენ უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის მომავალ ვიზიტს", - წერია განცხადებაში.
ამავე თემაზე: