რუსეთმა ყირიმში იმ არმიის ნაწილები შეიყვანა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში 58-ე არმიის ნაწილები გადაისროლა, რომლებიც 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომშიც მონაწილეობდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ისინი ე.წ "წვრთნებში" მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, ცნობილია, რომ 2021 წლის 19 აპრილიდან ოქტომბრამდე რუსეთი ხურავს შავი ზღვის აკვატორიის ნაწილს სხვა ქვეყნების სამხედრო და სამთავრობო გემებისთვის და ამ გადაწყვეტილებას დაგეგმილი სამხედრო წვრთნებით ხსნის.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას ქვეყნის სუვერენული უფლებების დარღვევად აფასებს.

"58-ე კომბინირებულმა შეიარაღებულმა არმიამ 2008 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომში სამხრეთ ოსეთში. 2014 წელს კი ამ არმიის ნაწილები აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობდნენ", - წერს უკრაინული მედია.

ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ არმია მზად არის საბრძოლველად.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი