დაკავება 3 წლის შემდეგ - ბრალდებულ მენაბდეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

დაკავება დანაშაულიდან 3 წლის შემდეგ - დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს დღეს წარუდგენენ.  

რას ედავებიან მენადებს უფლებადამცველი ვერ აკონკრეტებს,  რადგან საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია. დავით დადიანი დროებითი მოთავსების იზოლატორშია და დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას ელოდება.

"გავეცნობი რა მტკიცებულებებია და იმის მიხედვით გეტყვით, შესაძლოა იყოს პოლიტიკური, თუ შესაძლებელია იყოს კრიმინალური" - ამბობს გიორგი მენაბდეს ადვოკატი დავით დადიანი, რომელიც ვერ ასახელებს ვის შეიძლებოდა მიეცა მენაბდეს საწინააღმდეგო ჩვენება - "სავარაუდოდ უკავშირდება იმათ ჩვენებებს ვინც იქ იყვნენ" - ამბობს დადიანი

გიორგი მენაბდე შსს-მ გუშინ დააკავა. უწყების ცნობით გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებული დეკანოზ შიო მენაბდის შვილია.

გიორგი მენაბდეს დავით სარალიძის მამა სავარაუდო მკვლელებს შორის მაშინვე მოიაზრებდა. სარალიძის ადვოკატი ამბობს, რომ საქმე არც ამ დაკავებით ამოწურულა, რადგან დასადგენია ის საჯარო მოხელეები, რომლებმაც გამოძიებას შეუშალეს ხელი.

ამავე თემაზე:

"პირველივე დღიდან მთელი აქცენტი იყო მღვდლის შვილზე"- სარალიძის საქმეზე დაკავებულის დედა 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი