გავრცელებული ინფორმაციით, "საქართველოს ბანკში" თავდამსხმელმა 4 მძეველი აიყვანა, აქედან 3 ოპერატორია და 1 დაცვის თანამშრომელი. დაზუსტებული ინფორმაცია რამდენი მძევალია შენობაში ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია.
ადგილზე ამ მომენტში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მედიასთან კომენტარი საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ცოტა ხანში უნდა გააკეთოს.
სავარაუდოდ 2 მძევალი თავისუფალია, თუმცა უწყების მიერ არც ეს ინფორმაცია არ დასტურდება.
შემთვევის გამო დაკეტილია მეტროსადგური "ავლაბარიც".