მივესალმები ჩემი ინიციატივის მყისიერ განხორციელებას - ზურაბიშვილი ნამახვანზე შექმნილ საბჭოზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შექმნას და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, მთავრობამ ყველა ინიციატივას მოუსმინოს მისცეს შესაბამისი მსვლელობა.

"საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება 9 აპრილს საპარლამენტო ტრიბუნიდან მის მიერ გაჟღერებული ინიციატივის მყისიერ განხორციელებას! ასეთ მომენტებში მთავრობის მიერ მნიშვნელოვანია ყველა ინიციატივა იყოს მოსმენილი და მიეცეს მას მსვლელობა!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე სრულად იქნება ჩართული ამ პროცესებში. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი