
"დეტალურად განვიხილავთ ყველა ამ წინადადებას", - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი მზადაა, ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს.
"ჩვენ ამას გავივლით პოლიტსაბჭოზე, ჩვენ ასევე კონსულტაციები გვექნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა, რამდენიმე კითხვა მებადება, რა უშლიდათ ხელს იმ არსებულ დოკუმენტს მაშინაც რომ დათანხმებულიყვნენ. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება პოლიტპატიმრებთან მიმართებით. რა მექანიზმით მოხდება ორივე პატიმრის გამოშვება, ეს არაა ნახსენები დოკუმენტში, ამიტომ აქაც კითხვის ნიშნებია. რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების თვითმმართველობის 40%-ზე მიბმას, ეს დანიელსონის დოკუმენტში არ წერია, შესაბამისად მაშინ ეს პუნქტია ჩასამატებელი. ოღონდ აქ სერიოზული სამსჯელოა", - თქვა ჩიხლაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ "ოცნება" დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერს.
იხილეთ ასევე: