
ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას "ლელო საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და წერს:
შეგახსენებთ, 5-ი პუნქტიდად 3-ს ოპოზიცია იქვე, მოლაპარაკების დროს დაეთანხმა. დარჩენილ ორ პუნქტთან დაკავშირებით - პოლიტპატიმრები და ვადამდელი არჩევნები, იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულაზე, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ დასრულდა.
ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა" წერს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.
ამავე თემაზე: