
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ
ბორელი რუსეთის ფედერაციის განზრახვას ეხმაურება, ჩაკეტოს შავი ზღვის გარკვეული არეალები საზღვაო მიმოსვლისთვის.
ბორელი თავის განცხადებაში წერს, რომ 2021 წლის ოქტომბრამდე საზღვაო მიმოსვლისთვის შავი ზღვის გარკვეული რაიონების ჩაკეტვა სამხედრო მანევრების ჩატარების მიზეზით, "ძლიერ შეშფოთებას" იწვევს, განსაკუთრებით კი უკრაინა-რუსეთის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში შექმნილი ვითარების გამო.
ბორელის თქმით, ამით "ირღვევა საზღვაო მიმოსვლის თავისუფლება, რომელსაც უზრუნველყოფს გაეროს საზღვაო სამართლის კონვენცია". "ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთი უზრუნველყოფს აზოვის ზღვაში და უკან დაუბრკოლებელ მიმოსვლას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად" - წერს ბორელი.