"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს ბრალი წარუდგინეს - მას 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის გამო დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი წარუდგინეს -  ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ "მთავარი არხის" ვებგვერდთან ისაუბრა. განმარტავს, რომ წურწუმიას 236-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება მოეხსნა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მისივე ინფორმაციით, წურწუმიას გამოძიება 144-ე მუხლით გათვალისწინებულ ორ ქვეპუნქტს, ორი ან ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებასა და მათ იძულებას ედავება. 

წურწუმიას 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლო 18 აპრილს, დისტანციურ რეჟიმში გაიმართება, რომელსაც ბრალდებული ზაჰესიდან ჩაერთვება, მე ოფისიდან, - ამბობს ადვოკატი "მთავარი არხის" ვებგვერდთან.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი