ნიკოლოზ წურწუმია, რომელის შსს-ს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, ამ დროისათვის ძველი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზეა.
ცოტა ხნის წინ მივიდა ადგილზე წურწუმიას ადვოკატიც, თუმცა მას არ აქვს ინფორაცია, არ იცნობს საქმის მასალებს და ვერ საუბრობს მოტივზე.
ადვოკატი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრისა და მისი დაკითხვის შემდგ, უფრო ინფორმირებული იქნება.
წურწუმია კი რომელიც ზუგდიდელია, თბილისში ორსულ მეუღლესთან ერთად ქირით ცხოვრობს. ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი არ სურთ, მეზობლები კი ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ მედიიდან შეიტყვეს. მათივე თქმით, პოლიციამ წურწუმიას ცოლი დაკითხვაზე გადაიყვანა.
არაოფიციალური და დაუდასტურებელი ინფორმაციით, წურწუმია წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევია.
წურწუმიას დაკითხვის შემდეგ დროებით მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ და ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.
ამავე თემაზე: