"დედ-მამა საზღვარგარეთაა, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს" - ნიკოლოზ წურწუმიას ახლობლები

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" ზუგდიდში, ნიკოლოზ წურწუმიას სახლში იმყოფებოდა. ახლობლებისა და მეზობლების ინფორმაციით, წურწუმიას მშობლები სამუშაოდ საზღვარგარეთ არიან და თავად ახალგაზრდა მამაკაცი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მათ უჭირთ დღეს მომხდარზე საუბარი და ამბობენ, რომ წურწუმიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, გადატანილი აქვს ოპერაცია.

შეგახსენებთ, ავლაბარში" საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი სავარაუდოდ სწორედ ნიკოლოზ წურწუმიაა. ის ექსპრეს ფილიალში დღეს, რამდენიმე საათის წინ, სავარაუდოდ პნევმატური იარაღით შეიარაღებული შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ამ დროისათვის უცნობია, რას ითხოვდა ახალგაზრდა. წურწუმია დაკავებულია, ხოლო ყველა მძევალი თავისუფალი.

შსს-ს განცხადება

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი