ბელარუსში დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლუკაშენკოსა და მის ოჯახზე თავდასხმას გეგმავდა - რუსული მედია

გამოქვეყნდა:

ბელარუსში, უსაფრთხოებისა და ეროვნული დაზვერვის სამსახურმა ლუკაშენკოს ოჯახზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები უცხო ქვეყნის დაზვერვის თანამშრომლები არიან.

მომხდარს გამოეხმაურა თავად ლუკაშენკო და მის ოჯახზე თავდასხმის მომზადებაში აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაადანაშაულა.

ლუკაშენკოს განცხადებით, პრეზიდენტის ლიკვიდაციის ბრძანებას მხოლოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირები გასცემენ, რაც ამერიკის პოლიტიკის რეალურ სახეს გამოხატავს. მომხდართან დაკავშირებით სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი