ევროპის ქვეყნებმა საკარანტინე შეზღუდვების გაუქმება დაიწყეს

გამოქვეყნდა:

ევროპა ცხოვრების ჩვეული რიტმის დასაბრუნებლად პირველ ნაბიჯებს დგამს. ქვეყნების ნაწილმა უკვე დაიწყო საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქება.

გერმანიის დიდ ქალაქებში მუზეუმები და სავაჭრო ცენტრები გაიხსნა. სამშენებლო და საწარმოო პროცესი აღდგა იტალიის ყველა რეგიონში, ვენაში კი მუშაობა სილამაზის სალონებმაც დაიწყო. ხოლო ნიდერლანდებში სასწავლო პროცესიც აღდგა.

რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას - ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 3 მილიონ 700 ათასზე მეტია. გარდაცვლილია 258,343 ადამიანი, ხოლო მილიონ 242 ათასზე მეტმა პაციენტმა ვირუსი უკვე დაამარცხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი