
საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი იქნება მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა დღეს, 19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. დიპლომატები არაფორმალურ ვიდეოკონფერენციას გამართავენ.
ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრებს ინფორმაციას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი მიაწვდის. შეხვედრაზე განიხილავენ ბოლო მოვლენებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.
დიპლომატები ვიდეოკონფერენციის დროს მოლაპარაკებებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დიმიტრი კულებასთანაც გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ 18 პირლს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საბოლოო ვერსია გახდა ცნობილი. დოკუმენტში ორი ძირითადი საკითხი - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებია დაზუსტებული. ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ მზადაა დოკუმენტს ხელი მოაწეროს, პარტიების ნაწილმა კი დრო ითხოვა.