იქნება მთავარი 7 საკითხი, რომელზეც ვიბრძოლებთ ამ შენობაში, დერეფნებშიც, დერეფნის მიღმაც - "გირჩი"

გამოქვეყნდა:

"გირჩის" ლიდერები, იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი პარლამენტში მივიდნენ. როგორც იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, პარტია პარლამენტში იმ პუნქტების აღსასრულებლად მივიდა, რომელიც მათ რამდენიმე დღის წინ წარადგინეს. მისივე თქმით, გირჩი ამ 7 პუნქტის აღსრულებისთვის იბრძოლებს.

"ჩვენ პარლამენტის შენობაში შემოვედით იმ გზის აღსასრულებლად, რომელიც 10 დღის წინ გამოვაქვეყნეთ. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ერთის მხრივ ხელისუფლებისკენ იმაზე, რომ ველაპარაკოთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. იქნება მთავარი 7 საკითხი, რომელზეც გირჩი იბრძოლებს ამ შენობაში, დერეფნებშიც, დერეფნის მიღმაც, როგორც მოუწევს იმის მიხედვით,-თქვა ხვიჩიამ.

რაც შეეხება შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, გირჩის ლიდერებმა მას ხელი პარლამენტში მისვლამდე მოაწერეს. როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, ისინი იქნებიან ხალხი, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას წაახალისებენ.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ხელისუფლებისგან ელოდებიან, რომ დოკუმენტს ხელი მოაწერონ და ამ შემთხვევაში მაშინვე შევლენ პარლამენტის დარბაზში.

"თუ ეს დოკუმენტი არ აღსრულდება ეს იქნება პრობლემა, ვის მიერაც არ უნდა იყოს გამოწვეული ხელისუფლებისგან, ან ოპოზიციისგან, საბოლოო ჯამში, ეს იქნება პრობლემა ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნით იმედგაცრუება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის.

ჩვენ აქედან გამომდინარე, დღეს სიმბოლურად მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს და ველოდებით ხელისუფლების ხელმოწერას, რომ პირდაპირ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში. ამავდროულად, თუ ხელისუფლება ამას არ იზამს ველოდებით 7-დან ერთი საკითხის დაკმაყოფილებას, რომ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში. მანამდე სანამ ეს მოხდება ჩვენ კულუარებში ან დერეფანში ველოდებით ჩვენს კოლეგებს, რომ ერთად შევიდეთ პარლამენტში,-თქვა იაგო ხვიჩიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი