აშშ-მ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ზრდასრულთა ნახევარზე მეტი აცრა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოზარდთა ნახევარზე მეტმა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მაინც მიიღო. ეს რიცხვებში 130 მილიონ მოზარდს უდრის, ხოლო პროცენტებში 50,4-ს შეადგენს. დაახლოებით 84 მილიონი ადამიანი კი სრულად, ორი დოზით აიცრა - ეს მოზარდთა პოპულაციის 32,5%-ია. მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ავრცელებს.

ამ რიცხვებით ამერიკა ვაქცინაციის პროცესში ლიდერია მთელ მსოფლიოში, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყნის საუკეთესო ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქვეყანა ჯერჯერობით „უიმედო პოზიციაშია“.

CDC-ს თქმით, მათ Pfizer-ის 109 მილიონი, Moderna-ს 92 მილიონი და Johnson & Johnson-ის ვაქცინის 7,9 მილიონი დოზის ადმინისტრირება მოახერხეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი