
საქართველოს პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება - განცხადება ამის შესახებ ვახო მეგრელიშვილმა გააკეთა.
გირჩელები დღეს პარლამენტში მივიდნენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ადამიანების გაცნობას აპირებენ და საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან.
„ფაქტობრივად, ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს არის ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ფორმა. ორი ოფისი გვაქს ერთი აქ, მეორე ასეულ მეტრში. ოპოზიცია მიდის რეგიონში, ჩვენ ამის რესურსი არ გვაქს, არც სურვილი რეგიონებში სიარულის. ჩვენ ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალში, ეს იქნება ადგილობრივი თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, როგორც ჩვენს პლაცდარმს. სამეფო იქნება აქ, „გირჩის“ სამეფო“ - ამბობს მეგრელიშვილი
"გირჩმა" შარლ მიშელის დოკუმენტის ახალ ვერიასაც მოაწერა ხელი