ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია - ჭიჭინაძე

გამოქვეყნდა:

ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს და არც გამოუვა - აცხადებს "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე, რომელიც ოპოზიციას ურჩევს კარგად გაერკვეს ვითარებაში:

ოპოზიცია უნდა გაერკვეს, რადგან მათ 8 მარტის შეთანხმებაც გამარჯვებად აღიარეს და რა შერჩათ ხელში, ფაქტია. ახლა უარესი პერსპექტივის წინ ვდგავართ. ნახევრად გამარჯვებები, დამარცხებას ნიშნავს და იმიტომ. მითუმეტეს, რომ ძალიან დიდია იმ ხაფანგში გაბმის ალბათობა, რასაც „ოცნება“ ხლართავს.

დღეს გასათავისუფლებელია ოპოზიციის ლიდერი, ოღონდ ღირსეულად!

ამნისტია კი, „ოცნებას“ და იმ ჩინოვნიკებს სჭირდებათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა და არა ნიკა მელიას!

ნიკა მელიაა სწორედ ის ადამიანი, ვინც საკუთარი თავისუფლების, ჯანმრთელობის ფასად დაუბრუნა ღირსება იმ ოპოზიციას, რომელმაც 8 მარტის მერე ყველაფერი ჩააფლავა." ამბობს ჭიჭინაძე.

შარლ მიშელის შეთავაზებული დოკუმენტის საბოლოო ვერსიას "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი" ხელს აწერენ. ამ ეტაპზე ხელმოწერისგან თავს იკავებს "ევროპული საქართველო", ხოლო ენმ ამბობს, რომ მისთვის პირობები მიუღებელია.

განცხადება გაავრცელა ნიკა მელიამ  . "ქართული ოცნება" კი საკუთარ პირობებს აყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი