ქართული სასამართლო - ოცნების ხელისუფლების აქილევსის ქუსლი

გამოქვეყნდა:

ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში განსაკუთრებით აქვს ხაზი გასმული ქართული სასამართლო სისტემის მდგომარეობას, მათ შორის, აღნიშნულია უზენაეს სასამართლოს 14 მოსამართლის დანიშვნის არასანდო პროცესის შესახებაც. 

თუ ხელისუფლებას გამიზნული აქვს, რომ განიხილებოდნენ დასავლეთის პარტნიორებად, ამისთვის ლობისტების საქმიანობა საკმარისი არ არის. ამისთვის საჭიროა არ მოატყუონ პარტნიორები, როცა საქმე საარჩევნო სისტემას ეხება. ვხედავთ, რომ მათ მოუწიათ დათმობაზე წასვლა, ყოველ შემთხვევაში, ამის დაპირება მოგვცეს. მათ არ უნდა დაუშვან ის გადაწყვეტილებები, რასაც იღებენ, - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი ეკა გიგაური

სასამართლო სისტემა არის ამ ხელისუფლების აქილევსის ქუსლი. ის უსამართლო და სამარცხვინო დანიშვნები, რომელიც ამ ხელისუფლებამ გააკეთა უზენაეს სასამართლოში, უკვე აისახა უსერიოზულეს კრიტიკაში ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, -  აცხადებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე. 

ფრისდომ ჰაუსის ანგარიში დილას გამოქვეყნდა და ქართულ ოცნებას შეფასება ჯერ არ გაუკეთებია. ბრიფინგი ქართული ოცნების ოფისში ახლა იგეგმება და მმართველი პარტიის წევრები ამ უმწვავეს ანგარიშს შეაფასებენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი