თითქმის 13-საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელმაც დღეს დილით, სოფელ ახალდაბაში ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილა. 70 წლის სურენ მაჭარაშვილი ამ წუთებში გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.
კრიმინალური სამყაროს შურისძიება - სოფელ ახალდაბაში ნაცვლიშვილების ოჯახში უკვე მეორე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მამა, რომელსაც ორი შვილი დაეღუპა, ამტკიცებს, რომ ეს არის შურისძიება წლების წინ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების გამო. მსხვერპლის ოჯახი ამტკიცებს, რომ დამნაშავე ხელისუფლების გავლენიანი პირების მფარველობით სარგებლობს.
ამავე თემაზე: