ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და მის დოკუმენტზე ხელის მოწერას Twitter-ზე ეხმაურება:

შეთანხმება საქართველოში. Sakartvelos Gaumarjos!. გილოცავთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს არსებული კრიზისიდან გამოსასვლელ დოკუმენტზე ხელმოწერას. თქვენ ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილას დააყენეთ - დაე, დემოკრატია გაბატონდეს. მადლობა პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ყველა პარტიას, - წერს შარლ მიშელი. 

ცნობისთვის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიშელის დოკუმენტს ხელს ამ წუთებში, ორბელიანის სასახლეში აწერენ. 

რა წერია შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტში (სრული ვერსია)

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი