მივესალმებით საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

გამოქვეყნდა:

საქართველოში მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერას მიესალმება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და მზადყოფნას გამოხატავს, ქვეყანას შეთანხმების საბოლოო მიზნის მიღწევაში დაეხმაროს.

"მივესალმებით 19 აპრილს საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას. კეთილსინდისიერების ეს ნიშანი მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. მისი განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება. ერთგული ვრჩებით, დავეხმაროთ საქართველოს, რომ ამ შეთანხმებამ თავის მისწრაფებებს მიაღწიოს",- წერს Twitter-ზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი.

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუემტნს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" საბოლოო დოკუმეტს ხელი მოაწერეს. ამ ეტაპისთვის დოკუმენტს ხელ არ აწერას "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი