პოლიტიკური ამნისტიის აქტს მელიას გირაოს გადახდის შემდეგ მივიღებთ - ქადაგიშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 20 ივნისი მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკური ამნისტიის აქტს მას შემდეგ მიიღებენ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია გირაოს გადაიხდის.

"რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, ერთი ეხება პოლიტიკურ ამნისტიას და იქ შემოთავაზებული მექანიზმი იყო, რომ უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და ამის შემდეგ პარლამენტში დეპუტატები მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

მეორე საკითხი ცესკოსთან დაკავშირებით - ცესკოს ფორმირებაც ახალი წესით მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ამ პროცესსაც დროში სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება გენერალური პროკურორის თემას, ეს აქტიური ხდება მას შემდეგ, რაც გენერალურ პროკურორს თავის უფლებამოსილების ვადა ამოეწურება", - თქვა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია კატეგორიულად ეწინააღმდეგება გირაოს გადახდას და ამბობს, რომ ამ საკითით არ ივაჭრებს. მისი უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ თუ პროკურატურას რეალურად სურს ნიკა მელიას გათავისუფლება ამისთვის უბრალოდ აღკვეთი ღონისძიების შეცვლაც ან გაუქმებაც საკმარისია. 

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუემტნს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" საბოლოო დოკუმეტს ხელი მოაწერეს. ამ ეტაპისთვის დოკუმენტს ხელ არ აწერას "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია".  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი