"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია კატეგორიულად წინააღმდეგია ვინმემ, თუნდაც ევროპელი მეგობრებიდან გირაო გადაიხადოს და ამ გზით დატოვოს საპატიმრო. ამიტომ, მისი ადვოკატები იმ სამართლებრივ გზებზე საუბრობენ, რაც შეუძლია ხელისუფლებას გამოიყენოს.
"მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ან გაუქმება და ნიკას გათავისუფლება, რა თქმა უნდა, პრობლემას ვერ აღმოფხვრის ვინაიდან წერტილი უნდა დაესვას ამ უკანონო სისხლის სამართლებრივ დევნას რათა მომავალში არ ჰქონდეს ხელისუფლებას დამატებითი ინსტრუმენტი, რომ კვლავ ხელახლა დაიწყოს ნიკას წინააღმდეგ ამ სისხლის სამართლის საქმის გამოყენება", - თქვა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა.
მისი განცხადებით, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ამ შემთხვევაში პროკურატურისგან ბრალდებაზე უარის თქმაა, რის შემდეგაც, სასამართლოს განჩინებით სამართლებრივი დევნა წყდება.