ველი მელიას და რურუას გათავისუფლებას, ასევე, ყველა ვალდებულების შესრულებას - ფოტიგა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მმართველ გუნდსა და ოპოზიციის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ ნათელი ნაბიჯია.

როგორც ანა ფოტიგამ twitter-ზე დაწერა, ის ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებასა და დოკუმენტში გაწერილი ვალდებულების შესრულებას ელოდება.

"გუშინდელი საერთო შეთანხმება საქართველოს მკაფიო ნაბიჯია ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ. მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომ ამ ძალისხმევის სათავეში იყო. ველი, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას, ასევე ყველა ვალდებულების შესრულებას.

საქართველოს გაუმარჯოს",- წერს ანა ფოტიგა.

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუემტნს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" საბოლოო დოკუმეტს ხელი მოაწერეს. ამ ეტაპისთვის დოკუმენტს ხელ არ აწერას "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია". 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი