საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას შეუძლია დღესვე დატოვოს ციხე - კალაძე

გამოქვეყნდა:

"საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს", - ასეთ განცხადებას აკეთებს თბილისის მერი კახა კალაძე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასა და "მთავარია არხის" მეწილის გიორგი რურუას პატიმრობასთან დაკავშირებით.

როგორც კალაძე ამბობს, ეს იყო შეთანხმების ნაწილი და მელიას შეუძლია გირაოს გადახდის შემდეგ დატოვოს ციხე. მისივე თქმით, შეთანხმებისას კომპრომისი ყველას მხრიდან იყო.

"ეს იყო შეთანხმების ნაწილი, მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო და დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე, რაც შეეხება რურუას, ამასტან დაკავშირებით პრეზიდენტმა გააკეთა განცხადებები და ჩვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, იყო გაჟღერებულიც. მე ვეთანხმები იმას, რომ მოხდა შეთანხმება და ყოველთვის თუ ნახავთ ჩემს განცხადებებს მივესალმებოდი და მოვუწოდებდი ყველას გარკვეული შეთანხმებები მომხდარიყო. კომპრომისის პოლიტიკაში რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი და მე ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა შეთანხმება და ყველას მხრიდან იყო კომპრომისი", - თქვა კალაძემ.

 შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია უარს ამბობს გირაოს გადახდაზე და აცხადებს, რომ ამ საკითხით არ ივაჭრებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი