საქართველოში აშშ-ს ორპარტიულ მხარდაჭერას უნდა გაუფრთხილდნენ... ოპონენტების ციხეში ჩასმით საქმე ვერ გაკეთდება - ჯონ ტეფტი

გამოქვეყნდა:

"პოლიტიკური ოპონენტების ციხეში ჩასმით საქმე ვერ გაკეთდება", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ტეფტიმ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა. 

მინდა ვთქვა, რომ ფუნდამენტური რეაქცია ვაშინგტონში არის ის, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს მოსაგვარებელი დემოკრატიული მმართველობის საკითხები. პოლიტიკოსები უნდა დასხდნენ და გამოსავალზე იფიქრონ და პოლიტიკური ოპონენტების ციხეში ჩასმით საქმე ვერ გაკეთდება. კომპრომისი უნდა იქნას მიღწეული. ეს ყველას უნდა ესმოდეს, რადგან ჩვენ სახიფათო დროში ვცხოვრობთ. მე კარგად მესმის საქართველოს პრობლემები. 2019 წლის შემდეგ მანდ არ ვყოფილვარ, კოვიდის გამო, თუმცა კარგად ვიცი, რა აწუხებს თქვენს ქვეყანას, მათ შორის ბორდერიზაციის პრობლემები. საქართველოს მთავრობა და ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გაუფრთხილდეს ამერიკიდან ორპარტიულ მხარდაჭერას. ამის დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მე არა მგონია, რომ ეს მოხდეს, მაგრამ როდესაც არადემოკრატიული ნაბიჯები იდგმება, ხალხი აქ ამას იმახსოვრებს, - ამბობს ტეფტი "მთავარ არხთან" საუბრისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი