"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, აკაკი მინაშვილი და კობა ნაყოფია, ნიკა მელიასთან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. ცნობილი ხდება, რომ ისინი, პარტიის თავმჯდომარეს გათავისუფლებისთვის მისაღებ ფორმაზე კონსულტაციისთვის შეხვდნენ.
საპყრობილედან რომ გამოვა მერე გაივლის კონსულტაციებს.. ნიკა მელიამ უნდა დატოვოს ყოველგვარი პირობების გარეშე საპატიმრო.. გირაო არ არის მისაღები ფორმა. კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ, როგორ არ უნდა შეთანხმდნენ თუ ნიკა მელია იქნება შიგნით. სანამ ნიკა მელია არ გათავისუფლდება, ენმ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს... თვითონ დაიჭირეს და თვითონ გამოუშვან" - ამბობს კობა ნაყოფია ციხიდან გამოსვლის შემდეგ.