სახალხო დამცველი ციხეში, ნიკა მელიასთან შევიდა

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რამდენიმე წუთის წინ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიასთან შევიდა.

მინდა მასთან საუბარი. მაინტერესებს როგორ არის და დღევანდელ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ.. ვნახოთ, როგორ წავა საუბარი. იცით, რომ მე პირველ დღეს ვნახე ნიკა [მელია] ციხეში და მინდა რომ ამ ვითარებაში, როდესაც მისი გათავისუფლების გზებზე არის საუბარი, მინდა რომ ვესაუბრო... რა თქმა უნდა, ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს [გათავისუფლების ფორმის], სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა ამ გადაწყვეტილებაში, უბრალოდ მე მოვისმენ მის აზრს, მის მდგომარეობას შევაფასებ, როგორ არის მაინტერესებს და ვისაუბრებთ შექმნილ სიტუაციაზე, - ამბობს ლომჯარია ციხეში შესვლამდე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი