ამ შეთანხმებას შეუძლია დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე - სენატორი რიში

გამოქვეყნდა:

სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში, საქართველოში, ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის წარდგენილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

ორშაბათის პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, აღმოიფხვრას პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც ქვეყანა თვეების განმავლობაში შეაფერხა. მოხარული ვარ ვნახო, რომ შეთანხმება შეიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, რეზოლუციას ორი დაკავებული ოპოზიციონერის შესახებ და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას. ორივე მხარემ გამოავლინა ლიდერობა და გამბედაობა თავიანთი ძალისხმევით, რომ დაეშვათ კომპრომისები თავიანთი ქვეყნის წინსვლისთვის. ამ შეთანხმებას შეუძლია დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე.

მადლიერი ვარ ევროკავშირის ლიდერების ამ მოლაპარაკებების პროცესში და დაუღალავი შრომის, აშშ-ს საელჩოს გუნდის, ელჩი დეგნანის ხელმძღვანელობით.

კომპრომისის პოვნა პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ შეთანხმების გამძლეობას მისი აღსრულება აჩვენებს. ორივე - "ქართული ოცნება" და ოპოზიცია პასუხისმგებელია, დაიცვას ეს შეთანხმება და აღადგინოს პოლიტიკური ნდობა. როგორც მე დიდი ხნის წინ ვთქვი, საქართველომ უნდა გადაუხვიოს პოლიტიკური დევნის გზას და ააშენოს ძლიერი სახელმწიფო. ეს ქვეყანას ამოძრავებს იმ მიმართულებისკენ, თუმცა აშშ, მათ შორის საქართველოს მეგობრები ამერიკის კონგრესში, ყველაფერს მიაქცევენ ყურადღებას, - ამბობს სენატორი რიში. 

იხილეთ ასევე:

რა წერია შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტში (სრული ვერსია)

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი