შეთანხმება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია - სახდეპი

გამოქვეყნდა:

შეთანხმება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას.

როგორც მან ყოველდღიურ ბრიფინგზე ისაუბრა, აშშ მოწოდებულია, რომ საქართველოს პარლამენტს
შეთანხმების მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.

მივესალმებით საქართველოში გუშინ მიღწეულ შეთანხმებას, რომ დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი. შეთანხმება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით იქნა მიღწეული, მოითხოვდა რთულ კომპრომისებს ყველა მხარისგან. ის მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობას და ქართველი ხალხის მიმართ ერთგულებას, რათა გაგრძელდეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეზე მუშაობა. ეს არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშანი. ჩვენ ვიწვევთ პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს ხელი მოაწერონ შეთანხმებას ისე, რომ ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა შეძლოს ერთად მუშაობა საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. აშშ ერთგულია დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, რომ უზრუნველყოს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევა. როგორც ყოველთვის, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში სრული ინტეგრაციის გზაზე, - ამბობს ნედ პრაისი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი