შეეხება თუ არა ამნისტია 20 ივნისის აქციის დაშლაში მონაწილე პოლიციელებს? - ოპოზიციის განმარტება

გამოქვეყნდა:

სამშაბათს, 27 აპრილს პარლამენტი ამნისტიის კანონს დაარეგისტრირებს. ამის შესახებ ორბელიანების სასახლეში გამართული საზეიმო ვაშხმიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა ისაუბრეს. 

შეეხება თუ არა ამნისტია 20 ივნისის აქციის დაშლაში მონაწილე პოლიციელებს? - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ეს გადაწყვეტილი არაა.

ამაზე ვიმსჯელებთ... ამაზე გეტყვით, რომ ჩემთვის დამნაშავე არის არა პოლიციელი, არამედ ვინც დავალება გასცა. შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და კონკრეტულად ვიცით, რა მუხლით არიან, - ამბობს ვაშაძე. 

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მათ შორის გიორგი გახარიას, ამნისტია არ შეეხება. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი