მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ, სრულად შეასრულონ შეთანხმება - სენატორები

გამოქვეყნდა:

შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ამერიკელი სენატორები ელოდებიან, რომ შარლ მიშელის 5-პუნქტიანი დოკუმენტი სრულად განხორციელდება. მათ შორის შორის მოხდება საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმირება. ამ შინაარსის ერთობლივი განცხადება სენატორებმა ჯინ შაჰინმა და რონ ჯონსონმა გაავრცელეს.

"გუშინდელი შეთანხმება არის ნაბიჯი ძლიერი და სრულად მოქმედი დემოკრატიისკენ სწრაფვისკენ. ახლა ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ, რათა სრულად განახორციელონ შეთანხმება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს სამომავლო პოლიტიკური ჩიხის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას და მის ხალხს, ააშენონ ქვეყანა, რომელიც ემსახურება მისი მოქალაქეების საჭიროებებს და უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას წინსვლაში", - განაცხადეს სენატორებმა.

შეგახსენებთ, სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ჯინ შაჰინის ინიციატივით,  სენატში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, სადაც ამერიკელმა კანონმდებლებმა ოცნების ხელისუფლებას მოუწოდეს -  გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს ძალადობა და ყველამ მხარემ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების გზა იპოვოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი